„ნაკრები“ (LCL) საკონტეინერო გადაზიდვები

„ნაკრები“ (LCL) გადაზიდვების მომსახურების მიზანია, რომ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ მცირე მოცულობის საიმპორტო ან საექსპორტო პროდუქცია, არ დასჭირდეთ მთლიანი კონტეინერების დაქირავება. „ნაკრები“ (LCL) სერვისი საშუალებას გაძლევთ, გაუზიაროთ კონტეინერი სხვა ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს და გადაიხადოთ მხოლოდ კონტეინერში დაკავებული სივრცის საფასური.

კომპანიები ხშირად აგზავნიან ან იღებენ პროდუქციას, მაგრამ ისინი ზოგჯერ ვერ ავსებენ კონტეინერებს საკმარის რაოდენობის პროდუქციით, რათა გადაზიდვა იყოს რენტაბელური მთლიანი კონტეინერით სარგებლობის შემთხვევაში. სწორედ აქ ჩნდება „ნაკრები“ (LCL) გადაზიდვების სერვისი. CHARTER-LINK-ის საშუალებით ეფექტურად და ეკონომიურად შეძლებთ ნაკრები ტვირთების იმპორტს ისეთი პორტებიდან როგორებიცაა: Shenzhen; Guangzhou; Xiamen; Ningbo; Shanghai; Qingdao; Tianjin 

ბოლო წლების განმავლობაში, საზღვაო „ნაკრები“ (LCL) ტვირთების იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. CHARTER-LINK-ის მეშვეობით ყოველდღიურად მიიღებთ მისაღებ პირობებს ჩინეთის ძირითადი პორტებიდან.