თქვენი ურთულესი გამოწვევების სწრაფი, აქტიური და კრეატიული მოგვარება. ინოვაციური და უნიკალური გადაწყვეტილებები თქვენი საპროექტო ტვირთის წარმატებული ტრანსპორტირებისთვის. მსოფლიოში ყველაზე სანდო საპროექტო გადამზიდავი კონტრაქტორებით, CHARTER-LINK ერთვება გამოწვევაში.
ჩვენ ვმუშაობთ მთელი ენთუსიაზმით, რადგან გვჯერა, რომ ეს არის ჩვენი მომხმარებლების ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოსვლის ერთ-ერთი გასაღები. ჩვენთვის “ნორმალური” მოთხოვნა არ არსებობს. თითოეულ მომხმარებელს აქვთ უნიკალური ლოგისტიკური მოსაზრებები, გამოწვევები და შესაძლებლობები. მსოფლიოს მასშტაბით ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვით, ჩვენმა საპროექტო გუნდმა მიიღო ლოგისტიკურად რთულ ტვირთებთან და ამ დარგისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებთან გამკლავების უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება და კონკრეტული ცოდნა. თქვენი ტვირთის სასურველ დანიშნულების ადგილამდე ეფექტურად მისატანად, ჩვენ ვცდებით საზღვრებს და გვაქვს გამბედაობა დავუპირისპირდეთ რთულ გამოწვევებს. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, როგორც გუნდი, რათა ვმართოთ თქვენი საპროექტო ტვირთები – განურჩევლად მახასიათებლების, ზომის, წონის, სირთულისა თუ კონფიგურაციისა.
საპროექტო ტვირთის მულტიმოდალური ტრანსპორტირება
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტა მრავალი კომბინაციით, სრული გამჭვირვალობითა და გაუმჯობესებული ოპტიმიზაციით:
- საზღვაო ხომალდი
- (RO-RO) ხომალდი
- კონტეინერმზიდის დატვირთვა, დიდი ზომის კონტეინერების ჩათვლით
- ულტრა მძიმე ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა მრავალღერძიანი მოდულური მისაბმელით
- საპროექტო ლოგისტიკა - ნახაზებისა და გამოთვლების წარმოებიდან, გაცილებისა და ესკორტის მომსახურების უზრუნველყოფამდე
- გზის შესწავლა და განხორციელებადობის ანალიზი
- სამუშაო ადგილის ზედამხედველობა