სწრაფ და ამავდროულად კონტინენტთაშორისი ტვირთების ტრანსპორტირება მოითხოვს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. სწორედ აქ ერთვება ჩვენი გამოცდილი გუნდი და მრავალი საჰაერო ოპერატორი (კონტრაქტორი) საუკეთესო გადაწყვეტილებებით.
იქნება ეს სტანდარტული გადაზიდვები, პრიორიტეტული გადაზიდვები ფიქსირებული მიწოდების თარიღებით თუ დარგისთვის დამახასიათებელი სპეციფიკით – ჩვენი საჰაერო განყოფილება შემოგთავაზებთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურ პირობებს.
ჩვენი ძლიერი გლობალური ქსელის წყალობით, თქვენ ისარგებლებთ სწრაფი და საიმედო კარიდან-კარამდე მიწოდების პირობებს. გარდა ამისა, ინდივიდუალური „თრექინგ“ სისტემა და საბაჟო-საბროკერო მომსახურება უზრუნველყოფს უსაფრთხო და საიმედო ტრანსპორტირებას. ჩვენ ვფიქრობთ გლობალურად და გთავაზობთ უმაღლეს ხარისხს!
საჰაერო ტრანსპორტის პირობები:
- აეროპორტის შიდა მომსახურება და ტვირთების დამუშავება
- გადაზიდვები მსოფლიოს ყველა მსხვილი აეროპორტიდან/აეროპორტში
- საპროექტო ლოგისტიკა
- სახიფათო ტვირთების გადაზიდვები
- ინტეგრირებული საბაჟო-საბროკერო მომსახურება
- საკურიერო მომსახურება ბორტზე
- კარიდან-კარამდე კურიერის მომსახურება
- 24/7 „თრექინგ“ სისტემა
უპირატესობა აშკარაა: ჩვენ ორიენტირებულები ვართ ლოგისტიკური ჯაჭვის საფუძვლიან და სისტემატურ შემოწმებაზე. ცვლილებების ან გაუმჯობესების პოტენციალის შემთხვევაში, ჩვენი სპეციალისტები დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან საქმეში. გარდა ამისა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენ ყოველთვის გყავდეთ კონკრეტული საკონტაქტო პირი. ამრიგად, ჩვენ ვავითარებთ ახალ კონცეფციებს უფრო სწრაფად, უკეთესად, უფრო ადვილად! უფრო სწრაფად, უკეთესად, უფრო ადვილად!
ჩვენი პროფესიონალი და დინამიური გუნდი უზრუნველყოფს შეუფერხებელ და მარტივ კომუნიკაციას გადაზიდვის ნებისმიერ ეტაპზე. CHARTER-LINK-ის მომსახურება ვრცელდება ყველა კონტინენტზე, ჩვენი საიმედო გლობალური ქსელით, რომელიც 190 ქვეყანაში 3000-ზე მეტს ითვლის.