საზღვაო გადაზიდვები

ჩვენი საზღვაო პროდუქტებით, ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ ვარიანტებს სტანდარტული, სპეციალური და საშიში ტვირთების, ასევე მძიმე ტვირთის საზღვაო ტრანსპორტირებისთვის. ლოგისტიკური ჯაჭვის სისტემატური კონტროლი და ჩვენი კარიდან-კარამდე მიწოდების მომსახურება უზრუნველყოფს თქვენი საქონლის უსაფრთხო და ეკონომიურ ტრანსპორტირებას. უპირატესობა აშკარაა: თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ხარჯები და მოახდინოთ დროის ოპტიმიზაცია.

თქვენი შეკვეთის დამუშავების პროცესში ცვლილებების ან ნებისმიერი კითხვის გაჩენის შემთხვევაში, თავიდანვე ისარგებლებთ სპეციალურად დანიშნული კონკრეტული საკონტაქტო პირით. ჩვენი საზღვაო განყოფილების სპეციალისტები შეიმუშავებენ თქვენზე მორგებულ და ინდივიდუალურად შედგენილ გეგმას.

საზღვაო-საკონტეინერო გადაზიდვები:

ჩვენი ყოვლისმომცველი პაკეტი, საბაჟო სერვისების ჩათვლით, გთავაზობთ თქვენთვის საჭირო გადაწყვეტებს. ჩვენი პირობაა: ინდივიდუალური სერვისით და ოპტიმალური ფრახტით გავამართლოთ თქვენი მოლოდინები

ჩვენი პროფესიონალი და დინამიური გუნდი, პარტნიორთა გლობალურ ქსელთან ერთად უზრუნველყოფს შეუფერხებელ სერვისებს: წარმომადგენლობებით ფოთის და ბათუმის პორტებში. ჩვენი კარიდან-კარამდე მიწოდების მომსახურება ვრცელდება მთლიანად კავკასიის რეგიონზე.

სწორედ ამგვარი მოქნილობით ვქმნით ჩვენს სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს – და ეს არის ის, რასაც ჩვენი მომხმარებლები აფასებენ!