ჩვენ გთავაზობთ საბაჟო-საბროკერო მომსახურებას და კომპეტენტურ კონსულტაციას ყველა საჭირო ფორმალობასთან დაკავშირებით.
კომპლექსური ფორმალობები და ტვირთის დოკუმენტაცია, იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციები, ჩვეულებრივ გულისხმობს მნიშვნელოვან ძალისხმევასა და სირთულეებს კომპანიებისთვის. საერთაშორისო ტრანზიტის დროს ტვირთი გადის მრავალ საკონტროლო პუნქტს და უსაფრთხოების ზონებს. გარდა ამისა, განბაჟება ხშირად მოითხოვს მნიშვნელოვან რაოდენობის სერთიფიკატებსა და დოკუმენტებს.
ამ სფეროში თქვენი ძალისხმევის შესამცირებლად, CHARTER-LINK-ის საბაჟო სერვისები გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს. ჩვენს ექსპერტებს ფოთსა და თბილისში აქვთ ვრცელი ცოდნა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით და სწრაფად და საიმედოდ მოაგვარებენ ყველა საკითხს.
საბაჟო-საბროკერო სერვისები:
- ყველა სახის სატრანზიტო პროცედურები, მათ შორის T1, T2, დეკლარაციები და “Carnet TIR”-ს გახსნა
- ფისკალური წარმომადგენლობა
- დროებითი იმპორტი და ექსპორტი
- საბაჟოს საწყობის პროცედურები
გჭირდებათ დეტალური ინფორმაცია ინდივიდუალური საბაჟო მომსახურების შესახებ?
მოხარული ვართ გაგიწიოთ კონსულტაცია